15 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.43 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6816 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.06 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,9406 ლარი გახდა.
3 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,4290 ლარი გახდა.
თურქული ლირას კურსმა 9.23 თეთრი შეადგინა.