28 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის ცვლილებამ 0.04 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7418 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.51 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8907 ლარი გახდა.
1.37 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.4719 ლარი გახდა.
ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 7.92 თეთრი შეადგინა.