9 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.46 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6802 ლარი გახდა.
სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.04 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8300 ლარი გახდა.
1.58-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რის შედეგად ვალუტის გაცვლითმა კურსმა 3.2811 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, თურქული ლირის კურსმა 14.37 თეთრი შეადგინა.