12 აპრილის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.86 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0841 ლარს შეადგენს.
სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გამყარდა 0.26 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.3518 ლარი გახდა.
0.47-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც, რომლის ღირებულებაც 4.0152 ლარი გახდა.
ლირასთან მიმართებით კურსი 0.12 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ლირის ღირებულება 21 თეთრი გახდა.




























