ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Oracle-ის დამფუძნებელმა, ლარი ელისონმა უმდიდრესი მეწარმეების რეიტინგში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ახლა უკვე ჯეფ ბეზოსს და მარკ ცუკერბერგს უსწრებს.
ელისონის ქონების შეფასება 257 მილიარდი დოლარია, ხოლო მისი კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 678 მილიარდ დოლარს შეადგენს, რომელიც ამჟამად რეკორდულ ნიშნულზე იმყოფება.
Oracle-ის აქციების შეფასება 5 წელიწადში 340%-ით აზრის გაზრდილი, რაც კომპანიის მოგების ზრდას და მის სერვისებში AI-ის გამოჩენას უკავშირდება.
ამასთან, კომპანია დიდ ინვესტიციას დებს სამომავლო განვითარების სტრატეგიაში, რაც ახალი Data-ცენტრების მშენებლობას მოიცავს, რასაც საფონდო ბირჟა პოზიტიურად აფასებს.




























