მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ლარი ელისონმა ბილ გეიტსს გადაუსწრო

64882949c2773
გიორგი არონია
13.06.23 12:47
4567

წლის დასაწყისიდან დღემდე, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის, Oracle-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 42%-ით გაიზარდა. ამასთან, საგრძნობლად იმატა Oracle-ის დამფუძნებლის, ლარი ელისონის ქონების შეფასებამაც, რომლის დამსახურებით, 78 წლის ანტრეპრენიორმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ბილ გეიტსს გადაუსწრო და მის კარიერაში პირველად, მეხუთე ადგილზე უკეთესი პოზიცია დაიკავა. თუ Microsoft-ის დამფუძნებლის ქონებას Bloomberg-ი $129 მილიარდად აფასებს, Oracle-ის მფლობელის ქონება $130 მილიარდს შეადგენს, ანუ $38 მილიარდით მეტს, ვიდრე წლის დასაწყისში.

ლარი ელისონის ქონების მკვეთრი მომატება, უმეტესწილად, ხელოვნური ინტელექტის გარშემო არსებულ ბუმს უკავშირდება, რადგან Oracle-ი სწორედ იმ ტიპის კომპანიაა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს მის სერვისებსა და პროდუქტებში აქტიურად ნერგავს. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ლარი ელისონის ქონების უდიდესი ნაწილი სწორედ Oracle-ის აქციებზე მოდის, მაგრამ ამასთან, ანტრეპრენიორი მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებლის, ამერიკული Tesla-ს $11 მილიარდის ღირებულების აქციებსაც ფლობს.

საინტერესოა, რომ ლარი ელისონი ერთადერთი მილიარდერი არ არის, რომლის ქონების შეფასება ხელოვნური ინტელექტის მიმართ არსებული ოპტიმიზმის ფონზე გაიზარდა. Alphabet-ის უკანასკნელი კონფერენციის შემდეგ, Google-ის დამფუძნებლების, სერგეი ბრინისა და ლარი პეიჯის ქონებამ, ჯამურად, $18 მილიარდით იმატა, ხოლო NVIDIA-ს დამფუძნებლის, იენსენ ჰუანგის ქონება მიმდინარე წელს გაორმაგდა.

ცნობისთვის: მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში პირველ ადგილს კვლავ ილონ მასკი იკავებს, მეორე და მესამე ადგილებზე კი, ბერნარ არნო და ჯეფ ბეზოსია.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები