მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Oracle, Dell, Fox Corp. - დონალდ ტრამპმა TikTok-ის ამერიკული კონსორციუმის წევრები დაასახელა

გარიგება

დონალდ ტრამპმა TikTok-ის ამერიკულ კონსორციუმთან დაკავშირებით ახალი დეტალები გაასაჯაროვა. როგორც ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, კომპანიის მთავარი ინვესტორები ტექ-გიგანტ Oracle-ის დამფუძნებელი, ლარი ელისონი და კომპიუტერების მწარმოებელი Dell-ის აღმასრულებელი დირექტორი, მაიკლ დელი იქნებიან.

კონსორციუმის შვიდი წევრისგან შემდგარ ბორდში საკუთარ პოზიციებს დაიკავებენ გავლენიანი მემარჯვენე მედიის, Fox News-ის მფლობელი კომპანიის, Fox Corp.-ის მფლობელები, მამა-შვილი რუპერტ და ლაკლან მერდოკები.

აღსანიშნავია, რომ ბორდის შვიდი წევრიდან 6 ამერიკის წარმომადგენელი იქნება. რაც შეეხება მე-7 წევრს, სავარაუდოდ, ის ჩინური ByteDance-ის წარმომადგენელი იქნება. ტრამპის განცხადებით, TikTok-ის ამერიკული ვერსიის ჰოსთინგსა და მონაცემთა დაცვას თავის თავზე მთლიანად Oracle-ი აიღებს. აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით კომპანიას უკვე დიდი გამოცდილება აქვს, რადგან ის TikTok-ის გლობალურ მოდელს ამერიკის ბაზაზე ჰოსთინგს 2020 წლის შემდეგ სწორედ Oracle-ი უწევდა.

მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც აქამდე ცნობილი არ იყო, არის ის, რომ TikTok-ის ამერიკულ კონსორციუმში Silver Lake-ი და Andreessen Horowitz-ი აღარ იქნებიან. შეგახსენებთ, თავდაპირველად, Oracle-თან ერთად კონსორციუმის წევრებად სწორედ ეს კომპანიები სახელდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები