მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმეების რეიტინგი დიდი ცვლილებაა - ბერნარ არნოსა და მარკ ცუკერბერგს Oracle-ის დამფუძნებელმა, ლარი ელისონმა გადაუსწრო, რომელიც ამჟამად $192-მილიარდიანი ქონებით რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს.
ლარი ელისონის ქონების მკვეთრი მომატება, უმეტესწილად, ხელოვნური ინტელექტის გარშემო არსებულ ბუმს უკავშირდება, რადგან Oracle-ი სწორედ იმ ტიპის კომპანიაა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს მის სერვისებსა და პროდუქტებში აქტიურად ნერგავს.
მიმდინარე წელს Oracle-ის აქციების ღირებულება 50%-ითაა გაზრდილი, ხოლო კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 433 მილიარდ დოლარს შეადგენს.