მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი გაუფასურდა

ეროვნული ბანკი

21 თებერვლის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.34 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6501 ლარი გახდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.18 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,8618 ლარი გახდა.

0.58 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,3436 ლარი გახდა.

თურქული ლირას კურსმა 8.56 თეთრი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები