Galt & Taggart-ის ეკონომისტი, ლაშა ქავთარაძე, BMGTV-ის გადაცემა "საქმიანი დილას" ეთერში ლარის გაუფასურებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ იგი ფუნდამენტური ფაქტორებით არ იყო განპირობებული და, ბანკის პროგნოზით, ლარის კურსი საშუალოდ ამჟამინდელ დონეზე შენარჩუნდება წლის ბოლომდე.
"ლარის გაუფასურება, რომელიც იყო 2.7-ს ქვემოთ და ახლა 2.8-ზე ცოტა მაღალია, არ არის განპირობებული ფუნდამენტური ფაქტორები. ჩვენ შიდა წყაროებიდან ვაკვირდებით, როგორია სავალუტო ნაკადები და ის კვლავ ძლიერი რჩება იმ ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც ოფიციალურად არის. მაისის თვეში სავალუტო ნაკადების წმინდა გაუმჯობესება, წინა თვესთან შედარებით, 200 მლნ იყო, რაც ლარის მხარდამჭერია.
სავალუტო ნაკადებს მიმდინარედაც ვაკვირდებით და კვლავ ძლიერი რჩება. ჩვენი არგუმენტია, რომ ამ ფუნდამენტური ფაქტორების სიძლიერის პირობებში, ლარის კურსი რა დონეზეც არის, საშუალოდ ეს დონე იქნება შენარჩუნებული წლის ბოლომდე და, იმ მცირედ გაუფასურებას, რაც მაინც გვქონდა, ინფლაციაზე ექნება წნეხი", - ამბობს ლაშა ქავთარაძე.