რუსეთ-უკრიანის ომის დაწყების პირველ დღესვე ლარი მკვეთრად გაუფასურდა. 24 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 11.69 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1331 ლარს შეადგენს.
როგორც ეკონომისტი გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, ეროვნული ვალუტის გაუფასურება საგარეო შოკით არის გამოწვეული, რომლის მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომი და მისგან გამომდინარე პროცესებია და მსოფლიოში შექმნილმა ახალმა ეკონომიკურმა რეალობამ კი შესაძლოა, პროდუქტების გაძვირებაც გამოიწვიოს, რასაც თავისთავად გავლენა ექნება ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელზე.
“ვითარება არის ისეთი, რომ აბსოლიტურად ყველა პროგნოზი, რომელიც არსებობდა გუშინდელ დღემდე შეიძლება ითქვას, რომ თავდაყირა დადგა. ეს იმ საგარეო შოკით არის გამოწვეული, რაც დაკავშირებულია უარესს სცენართან, რომელიც შეიძლება მომხდარიყო. ცხადია, ძალიან ბევრი ფაქტორია, რომელიც პირდაპირ ლარზე გავლენას მოახდენს მომავალშიც, რაც უშუალოდ მოლოდინებს უკავშირდება. ამავდროულად ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ლარი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმ ფაქტორებზე, რომელიც ამ ორი ქვეყნიდან მომდინარეობს. ეს არის საგარეო სავაჭრო დამოკიდებულება, ფულადი გადარიცხვები და ტურიზმი. ამ ორ ქვეყანაზე ჩვენ ვართ მნიშნელოვნად დამოკიდებული. ფაქტია, კონფლიქტი სრულიად სხვა ეკონომიკური რეალობას დააყენებს სანქციებისა და ომის ერთობლივი კომბინაციით. ეს ავტომატურად გამოიწვევს მსოფლიო სხვადასხვა ბაზარზე პროდუქტის გაძვირებას, რაც დამატებითი ფაქტორია, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ინფლაციაზე", - აცხადებს ეკონომისტი გიორგი აბაშიშვილი.