მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის იპოთეკური სესხები გაძვირდა

6130ea0d575d0
შოთა ტყეშელაშვილი
03.09.21 09:45
4467
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ფიზიკურ პირებზე ლარში გაცემული იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთები გაზრდილია. 

ივლისის მდგომარეობოთ, ლარის იპოთეკების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 11.86%-ია, რაც იანვარში არსებულ საპროცენტო განაკვეთს 0.93 პპ-ით აღემატება. 

დოლარსა და ევროში კი პირიქით, იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები შემცირებულია. ამჟამად ევროს იპოთეკების საშუალო ღირებულება 4.7%-ია, რაც იანვართან შედარებით 0.6 პპ-ით ნაკლებია. დოლარში კი იპოთეკური სესხის განაკვეთი 6.5%-ია, რაც იანვართან შედარებით 0.5 პპ-ით ნაკლებია, თუმცა ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით, 200,000 ლარამდე სესხების აღება მხოლოდ ლარში არის შესაძლებელი, შესაბამისად მოქალაქეთა უდიდესი ნაწილიც იპოთეკურ სესხს ლარში იღებს. 

თავის მხრივ ლარის სესხების გაძვირების მიზეზი სებ-ის მიერ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდაა. ამჟამად რეფინანსირების განაკვეთი 10%-ს შეადგენს.