მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის კურსის ცვლილება ერთი კონკრეტული სუბიექტის ჩარევით მოხდა. საბოტაჟის ნიშნები იყო... - კობახიძე

პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ 14 მაისის შემდეგ ლარის მკვეთრი გაუფასურება ხელოვნურად, ერთი კონკრეტული სუბიექტის ჩარევით მოხდა, თუმცა პრემიერი არ ასახელებს რომელი სუბიექტის ჩარევამ იქონია ეროვნული ვალუტის კურსზე ასეთი გავლენა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე BM.GE-ის კითხვაზე - ტურიზმში ჯავშნების გაუქმების, ასევე ლარის კურსის გაუფასურების პირობებში გაიზრდება თუ არა ეკონომიკა ისე როგორც დაგეგმილი იყო, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდა იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე სავალუტო ფონდს აქვს პროგნოზირებული.

პრემიერმა ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე გაამახვილა ყურადღება და ეს მოვლენა საბოტაჟის მცდელობად შეაფასა.

„თქვენ ხედავთ აჟიტირებულია ჩვენი პოლიტიკური ოპოზიცია, ყოველ ჯერზე როდესაც ლარის კურსში ცვლილებაა. წინა შემთხვევაში აბსოლუტურად ხელოვნური იყო ცვლილება, ერთი კონკრეტული სუბიექტის ჩარევით მოხდა ეს ყველაფერი.. იყო საბოტაჟის შესაძლო ნიშნები... ვერ დავასახელებ, არ შეიძლება, უფლება არ მაქვს, კანონით მეკრძალება ამაზე საუბარი. ეროვნულ ბანკსაც კანონით ამაზე საუბარი ეკრძალება. იყო ხელოვნური ჩარევის პირდაპირი ნიშნები.

ასეთი პროცესი იკვეთებოდა, იყო ორი დღე, როცა ლარის კურსი უნდა დაცემულიყო, უნდა ჩამოსულიყვნენ ევროპელი დეპუტატები, საგარეო საქმეთა მინისტრები და ამ ორ დღეში უნდა მომხდარიყო რევოლუცია, იყო ასეთი უსუსური გათვლა. თუმცა საბოლოო ჯამში ეს გეგმა რეალურად ჩავარდა. იმდენად უსუსურია ხოლმე ეს გათვლები, რომ საბოლოო ჯამში წინასწარვეა განწირული.

იყო ხელოვნური დაწოლა ლარზე, იმავე დღეს ჩამოიყვანეს ევროპელი დეპუტატები, მერე საგარეო საქმეთა მინისტრები სცენაზე გამოიყვანეს, ვინც ამას გეგმავდა, ვფიქრობთ, რომ ის მოიაზრებდა ამ პროცესების, ანუ რევოლუციის წარმატებას”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები