მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარის კურსზე გავლენა, შესაძლოა, ერთჯერადმა, მსხვილმა ტრანზაქციამაც იქონიოს - ნათია თურნავა

ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ ლარის მოკლევადიან რყევებს, ის ყურადღებას არ ანიჭებს, რადგან მცირე სავალუტო ბაზარზე, კურსის რყევა შეიძლება ერთი მსხვილი ტრანზაქციით იყოს განპირობებული. ამის შესახებ ნათია თურნავამ სებ-ის მიერ გამართულ კონფერენციაზე - „გლობალური ეკონომიკური ტენდენციები და მათი გავლენა რეგიონზე“ BM.GE-ის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„რაც შეეხება ჩვენი ვალუტის კურსს, ეს მხოლოდ ჩვენი შეფასება არ არის და ამას ამბობს სავალუტო ფონდიც, ლარის გაცვლითმა კურსმა ისტორიული გამყარება აჩვენა, რამაც ინფლაციის შემცირებაში დიდი წვლილი შეიტანა. ლარი კვლავ გამყარებული რჩება და მოკლევადიან რყევებს, რომელიც ჩვენს ბაზარზეა დიდ ყურადღებას არ მივანიჭებ, რადგან ეს ყოველთვის შეიძლება მოხდეს, ჩვენი სავალუტო ბაზარი მცირეა და შეიძლება, ერთჯერადმა მსხვილმა ტრანზაქციებმა მოახდინოს ეს რყევა. მთლიანობაში ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებს, სავალუტო შემოდინებები ქვეყანაში კვლავაც ძლიერია, იქნება ეს ტურიზმი, თუ მომსახურების ექსპორტი თუ გზავნილი და ამ მხრივ დესტაბილიზაციას არ ველოდებით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები