საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარიზაციის პოლიტიკის აქტიურად გატარება 2017 წლის შემდგომ დაიწყო. ეროვნული ბანკის განცხადებით, ეს პოლიტიკა საკრედიტო ბაზარზე ეროვნული ვალუტის სესხების მიმზიდველობის ზრდას და ქვეყნის ეკონომიკის დოლარიზაციის შემცირებას ემსახურება. სებ-თან ერთად ლარიზაციის მიმართულებით რეგულაციებს საქართველოს მთავრობაც აწესებს, რომლის ინიციატივითაც 200,000 ლარამდე სავალუტო სესხების გაცემა აიკრძალა.
სტატისტიკის თანახმად, საკრედიტო ბაზარზე ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაცია შემცირებულია. თუკი 2020 წლის თებერვალში ამ სესხების 44.5% იყო უცხოურ ვალუტაში ამჟამად ეს მაჩვენებელი 40.4%-ზეა. ბიზნეს სესხების მიმართულებით, დაკრედიტების 70% კვლავ უცხოურ ვალუტაშია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი ლარიზაციის პოლიტიკას მხარს უჭერს, თუმცა IMF-ის მუდმივი წარმომადგენლის სელიმ ჩაკირის განცხადებით, ლარიზაციასთან შედარებით არსებულ ვითარებაში საქართველოს სხვა უფრო აქტუალური გამოწვევებიც აქვს, რის შესახებაც ჩაკირმა BMG-ის ეთერში განაცხადა.
“გრძელვადიან პერსპექტივაში ლარიზაცია გაზრდის ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობას - ვფიქრობ, ეს ძალიან სასარგებლო იქნება საქართველოსთვის. ამასთანავე, ისიც მიმაჩნია, რომ ხელისუფლება ხედავს დღეს რა არის პრიორიტეტი იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს პანდემიას და მის გავლენას - ლარიზაცია არ არის დღევანდელი მოცემულობის პრიორიტეტი და მგონია, რომ ხელისუფლებაც ასე უყურებს ამ საკითხს,”- ამბობს სელიმ ჩაკირი.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის და მაკროეკონომიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ თამარ ბაიაშვილმა გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუკი საქართველოს საბანკო სისტემაში უფრო მაღალი ლარიზაცია იქნებოდა, მაშინ ქვეყანაში ინფლაციაზე უფრო დაბალი ზეწოლა იარსებებდა და შესაბამისად მონეტარული პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამკაცრებაც არ იქნებოდა საჭირო.
“ლარიზაცია რომ იყოს გაცილებით მაღალი ჩვენ გვექნებოდა გაცილებით დაბალი წნეხი ინფლაციაზე, შესაბამისად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ნაკლები საჭიროება იქნებოდა, გვექნებოდა უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთებიც და შესაბამისად ეს მონეტარულ პროლიტიკას უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემდა ხელი შეეწყო ეკონომიკური აღდგენის პროცესში. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი დოლარიზაცია გვაქვს, მოენტარული პოლიტიკისთვისაც ეს ერთ-ერთი შემზღუდველი ელემენტია.
მიმაჩნია, რომ ლარის კურსის ვოლატილობა უფრო მეტად არის დაკავშირებული გარე შოკებთან, ვიდრე ლარიზაციის ძალისხმევასთან. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ეროვნული ბანკისა და ხელისუფლების ამ პოლიტიკაზეც იქონია გარკვეული გავლენა, გრძელვადიან პერსპექტივაში ლარიზაცია გაზრდის ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობას - ვფიქრობ, ეს ძალიან სასარგებლო იქნება საქართველოსთვის. ამასთანავე, ისიც მიმაჩნია, რომ ხელისუფლება ხედავს დღეს რა არის პრიორიტეტი იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს პანდემიას და მის გავლენას - ლარიზაცია არ არის დღევანდელი მოცემულობის პრიორიტეტი და მგონია, რომ ხელისუფლებაც ასე უყურებს ამ საკითხს,”- განაცხადა თამარ ბაიაშვილმა.




























