1-ელი მაისიდან იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ეროვნულ ვალუტაში აქვთ შემოსავალი, სავალუტო კრედიტის გაცემის ქვედა ზღვარი 400 000 ლარამდე იზრდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა გუშინ მიიღო. სებ-ის შეფასებით, მიუხედავად ბოლო წლებში დოლარიზაციის დონის შემცირებისა, ამ მიმართულებით რისკები კვლავაც რჩება. საბანკო სექტორში კი აღნიშნავენ, რომ დედოლარიზაციის მიმართულებით გადადგმულ მორიგ ნაბიჯს ძირითადად გავლენა მცირე და საშუალო ბიზნესზე ექნება. რა გავლენა ექნება ბაზარზე სავალუტო დაკრედიტების ზღვრის მორიგ ჯერზე გაზრდას?