ვერაზე, ლარსის ქუჩაზე, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე, ავტომანქანები იმოძრავებენ შეფერხებით, თუმცა, გადაადგილების მიმართულება არ შეიცვლება.
"ნაწილობრივი შეზღუდვა 1 აპრილის ჩათვლით იმოქმედებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.




























