მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა ხუციშვილი AIIB-ის ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობს

ლაშა ხუციშვილი
BM. GE
26.09.23 14:15
24

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი ეგვიპტეში, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ყოველწლიურ შეხვედრაში იღებს მონაწილეობას. 

ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მმართველთა ბიზნეს სესიაზე (Governor Business Roundtable) სიტყვით გამოსვლისას, მან ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო შესაძლებლობებზე და იმ საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტებზე, რომლებსაც გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად საქართველო გეგმავს და ახორციელებს.

"მინისტრმა ხაზი გაუსვა წევრი ქვეყნების ინფრასტრუქტურის განვითარებაში AIIB-ის მიერ შეტანილ წვლილს და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან კვლავ აქტიურად გაგრძელდება,"- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

2023 წლის აგვისტოს მდგომარეობით, AIIB-ის საკრედიტო პორტფელი საქართველოში $205 მილიონ დოლარს შეადგენს. ბანკი საქართველოში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების დაფინანსებაში არის ჩართული. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები