მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლაშა ხუციშვილი Barclays-ის განვითარებადი ბაზრების მმართველ დირექტორ იგორ აკულოვს შეხვდა

იგორ აკულოვი ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ Barclays-ის განვითარებადი ბაზრების მმართველ დირექტორს, იგორ აკულოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების თანახმად, შეხვედრაზე განხილულ იქნა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე არსებული ტენდენციები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და დაგეგმილ ღონისძიებებს.

"ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ევრობონდების რეფინანსირების პროცესში საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ქართული ფასიანი ქაღალდების მიმართ დაფიქსირებულ მაღალ ინტერესს. ასევე აღინიშნა, რომ საქართველო გეგმავს აქტიურად გააგრძელოს მუშაობა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე, დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციისა და ინვესტორთა ბაზის გაფართოების მიზნით," - წერია სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი კაჭარავა.

Barclays-ი ერთ-ერთი უმსხვილესი ბრიტანული საინვესტიციო ბანკია, რომლის აქტივების მოცულობაც 1.5 ტრილიონს აღწევს. ბანკს მსოფლიოს გარშემო 48 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები