ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) საიუბილეო, მე-10 წლიურ შეხვედრაში მონაწილეობს, რომელსაც წელს ჩინეთი მასპინძლობს.
როგორც ფინანსთა სამინისტრო იუწყება, შეხვედრის ფარგლებში ლაშა ხუციშვილი ბანკის ვიცე-პრეზიდენტ კონსტანტინ ლიმიტოვსკის შეხვდა.
შეხვედრას ქართული მხრიდან ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძეც დაესწრო.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა პარტნიორობის მნიშვნელობას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, კლიმატი, ენერგოეფექტურობა და დაკავშირებადობის გაძლიერება.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ დონეზე.




























