მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს და ჩინეთის ფინანსთა მინისტრები ერთმანეთს სამარყანდში შეხვდნენ

ჩინეთის ფინანსთა მინისტროი

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრს შეხვდა - აუდიენცია აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც წელს უზბეკეთის ქალაქი სამარყანდი მასპინძლობს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით შეხვედრას, ასევე დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს.

„ლაშა ხუციშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა ჩინეთის მთავრობის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის, როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური დახმარების მიმართულებით.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობას, რისთვისაც ხორციელდება არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კვლავ აქტიურად გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები