მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლაშა ქავთარაძე: დეკემბერში ორნიშნა ინფლაციას ველოდებით

60f6d2e4b0271
ლიკა გურაბანიძე
21.07.21 09:00
1236
“ჩვენი პროგნოზია, რომ წელს საშუალო წლიური ინფლაცია 8.3%-ის ფარგლებში იქნება,” - ამის შესახებ Galt&Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ “საქმიან დილაში” განაცხადა.

“ფასების დონის ზრდა ივნისში 9.9% იყო და ამაში სურსათის და უალკოჰოლო სასმელების კონტრიბუცია მნიშვნელოვანი იყო. პურპროდუქტებიც ამ კატეგორიაში შედის. რა თქმა უნდა, ინფლაციაზე პურპროდუქტებზე ფასების ზრდის გავლენა იქნება, თუმცა შესაძლოა, სხვა კატეგორიების ზეწოლა შემსუბუქდეს და დაბალანსდეს, მაგრამ ეს იმის საფუძველს არ იძლევა, რომ მომდევნო თვეებში ინფლაციის შემცირების მნიშვნელოვანი ტრენდი იქნება.

ვფიქრობთ, წლის ბოლოს, დეკემბერში ინფლაცია ორნიშნა იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ დაბალი ბაზა გვაქვს, შარშან ინფლაცია 2.4% იყო და ეს გამოწვეული კომუნალური გადასახადების სუბსიდიით იყო, ამიტომ, დეკემბერში ეს დაბალი ბაზა იმოქმედებს“, - აღნიშნა ქავთარაძემ.

შეგახსენებთ: 2021 წლისთვის მიზნობრივი ინფლაცია 3.0%-ითაა განსაზღვრული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები