მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ გამოიწვია ინფლაციის შემცირება? - ლაშა ქავთარაძის მოსაზრება

642a9e0b83863
ინგა მურუსიძე
03.04.23 23:45
906
2023 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2%-ი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.3%-ი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის მონაცემებით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 5.0 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მაჩვენებლის კომენტირებისას Galt&taggart-ის ეკონომისტმა, ლაშა ქავთარაძემ bm.ge-ს უთხრა, რომ ორგანიზაციამ 2023 წლის საშუალო წლიური ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი 4.7%-მდე შეამცირა.

„წლიურ ჭრილში ინფლაციის მაჩვენებლის შემცირება გამოიწვია იმან, რომ ტრანსპორტის და ჯანმრთელობის დაცვის კატეგორიები არის მნიშვნელოვნად შემცირებული. უარყოფითი კონტრიბუცია შეიტანა მარტის თვის ინფლაციაში, დაახლოებით 2 პროცენტული პუნქტი მოდის ამ ორ კატეგორიაზე. ამასთან, ფასების ზრდის ტემპის შენელება შეინიშნება სურსათის და უალკოჰოლო სასმელების კატეგორიაშიც. აღნიშნულ კატეგორიაში ფასების შემცირება თვიურ ჭრილში რამდენიმეთვიანი პერიოდის შემდეგ, პირველად დაფიქსირდა,რაც პოზიტიურია. ინფლაცია ჩვენს მოლოდინზე მეტად შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალო წლიური ინფლაცია, ახლა რაც არსებული პროგნოზები არის, იმაზე ნაკლები იქნება. ჩვენ გადავხედეთ 2023 წლის საშუალო წლიური ინფლაციის პროგნოზს, რომელიც 4.7%-მდე შევამცირეთ წინა საპროგნოზო 5.2%-დან”, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.

G&T-ის შეფასებით, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება უნდა დაიწყოს.

„ვფიქრობთ, მაისიდან უკვე ამის შესაძლებლობა აქვთ, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეამცირონ“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.
რაც შეეხება მიზნობრივ მაჩვენებელთან ინფლაციის დაახლოებას, პროგნოზი არის ის, რომ უფრო ცხადი დაახლოება მეოთხე კვარტალში იქნება. „ვფიქრობთ, მაჩვენებელი 4%-ს მესამე კვარტალშიც ჩამოცდება“, - ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები