მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლაშა ხუციშვილი: არ ვიცი, ვინ იყო ინფორმირებული ალიევის ვიზიტის შესახებ

6357a99a0c542
ინგა მურუსიძე
25.10.22 14:31
483
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილია ცხადებს, რომ არ იცის, თუ რატომ არ იყო ინფორმირებული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მისი აზერბაიჯანელი კოლეგის ვიზიტთან დაკავშირებით. საქმე ის არის, რომ ილჰამ ალიევი საქართველოში რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ გუშინ პირველად ჩამოვიდა. გვიან საღამოს, როცა ალიევი ქვეყნიდან გაემგზავრა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომ ალიევის ვიზიტის შესახებ სალომე ზურაბიშვილი ინფორმირებული არ იყო.

"არ მაქვს ინფორმაცია ვინ იყო ინფორმირებული ვიზიტთან მიმართებით და ვინ - არა. პრეზიდენტის ვიზიტი იგეგმება შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით და მე ინფორმირებული არ ვარ დეტალებით“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მან ასევე ილჰამ ალიევის ვიზიტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა ის პროექტი, რომლებზეც საუბარი იყო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, განიმტკიცოს როლი რეგიონში და ასევე მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელი მიიღოს.

„აზერბაიჯანის პრეზიდენტისგან მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის. საქართველოს აქვს ამბიცია და პოტენციალი, რომ შეასრულოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი რეგიონში როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური განვითარების მიმართულებით", - აღნიშნა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები