მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლაშა ხუციშვილი და კობა გვენეტაძე სსფ-ის მისიის ხელმძღვანელს შეხვდნენ

6347df906c091
ინგა მურუსიძე
13.10.22 13:49
519
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, ჯეიმს ჯონს შეხვდნენ.

მხარეებმა განიხილეს სსფ-ის პროგრამის მიმდინარეობა, ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები.

"შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები, განსაკუთრებით, ფისკალური კონსოლიდაციის მიმართულებით.

ხაზი გაესვა ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ მონეტარულ პოლიტიკას, რომელიც ინფლაციის შემცირებისკენ მართებულად არის მიმართული.

ყურადღება, ასევე, გამახვილდა საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგზე და ამ კუთხით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებზე", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში. 

ფინანსთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელს და მისიის თითოეულ წევრს, ასევე, ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები