მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა ხუციშვილი IMF-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა

616708df7aa36
BM.GE
13.10.21 20:35
441
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საშემოდგომო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ვირტუალურ ფორმატში შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ბო ლის, რომელმაც ამ თანამდებობაზე ტაო ჟანგი შეცვალა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, სსფ-ის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სუბირ ლალი.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომლობის საკითხები, „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები, ასევე, განიხილეს სამომავლო პარტნიორობის შესაძლებლობები.

ქართულმა მხარემ საერთაშორისო სავალუტო ფონდს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ქვეყნის რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის. საუბარი შეეხო პანდემიის სოციალური და ეკონომიკური ზეგავლენის შემსუბუქების მიზნით, 2020-2021 წლებში გატარებულ ღონისძიებებსა და საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაწეულ დახმარებას.

როგორც აღინიშნა, მიმდინარე წლიდან ეკონომიკის აღდგენის დინამიკა პოზიტიურია და საქართველო უბრუნდება პანდემიამდე არსებულ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს. 2022 წლიდან კი ქვეყანა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ფისკალური კონსოლიდაციისა და რეფორმების მიმართულებით.

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა სსფ-სთან ახალი პროგრამის დაწყების მნიშვნელობას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნისთვის ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმების მხარდაჭერას, როგორიცაა: სახელმწიფო საწარმოთა რეფორმა, ფისკალური რისკებისა და საჯარო ფინანსების მართვა და სხვა.

გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნულ საკითხებზე აქტიური მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები