ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილის თქმით, "ჩვენი მიზანია, ქვეყანას მიენიჭოს საინვესტიციო რეიტინგი". ხუციშვილის თქმით,„Fitch“-ის დღევანდელი გადაწყვეტილებით და რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესებით, აღნიშნული მიზანი კიდევ უფრო ცხადი და მიღწევადი გახდა.
„ჩვენი მიზანია, ქვეყანას მიენიჭოს საინვესტიციო რეიტინგი. „Fitch“-ის დღევანდელი გადაწყვეტილებით და რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესებით, აღნიშნული მიზანი კიდევ უფრო ცხადი და მიღწევადი გახდა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვლმა სარეიტინგო სააგენტო “Fitch“-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების შეფასებისას.
მისი თქმით, სარეიტინგო სააგენტო „Fitch“-მა კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა.
„მნიშვნელოვანია, რომ ამით ქვეყანა დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს. „Fitch“-ის შეფასებით, ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს იქნება პროგნოზირებულზე უფრო მაღალი 7.8 პროცენტი, რომელიც აღემატება საბაზისო სცენარში ჩვენ მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს. ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანას მიენიჭოს საინვესტიციო რეიტინგი, რომლის მიღებამდე ქვეყანას დარჩა 2 საფეხური და რომლის მიღწევაც განვითარების უფრო მაღალ ეტაპზე გადაიყვანს ქვეყანას“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.