მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლატარია, ვაუჩერები... გზები, რითაც მთავრობა ვაქცინაციის წახალისებას გეგმავს

6183b1b480cee
ვიქტორია მღებრიშვილი
04.11.21 15:39
926
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, დღეს გამართულ საკოორდინაციო საბჭოზე ლატარიის პრომოციის კუთხით დამატებითი დავალებები გაიცა.

„ლატარიამ გარკვეულწილად იმუშავა, თუმცა არა იმ მასშტაბით, რასაც ველოდით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, რომელიც ვაქცინაციის წამახალისებელი ღონისძიებების ეფექტურობას შეეხებოდა.

„შესაბამისი კომუნიკაცია არის და დღეს, საბჭოს მიერ კიდევ ერთხელ გაიცა დავალებები, რომ მეტი კომუნიკაცია და პრომოცია იყოს ლატარიასთან მიმართებით, ასევე ვთხოვთ თქვენს ტელევიზიებს გააშუქოთ, ვინ მოიგო ამ ლატარიაში. იმ ინტენსივობით არ შუქდება როგორც ბევრი სხვა საკითხი.

სხვა წამახალისებელი ღონისძიებებში საუბარია სხვადასხვა ტიპის ვაუჩერებზე, ბენეფიტებზე, დეტალურად ვერ გეტყვით... მაგალითად სასოფლო ტიპის დასახლებაში გასული წლის გამოცდილებიდან გამომდინარე, ვინც ტესტს იტარებდა, მას გარკვეული წახალისება ეძლეოდა, მათ შორის მონეტარული“, - განმარტა გამყერლიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები