მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლატვია საქართველოს შესახებ EU-ს მინისტრების საერთო განცხადებას უერთდება - ბაიბა ბრაჟე

ლატვია

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე ადასტურებს, რომ ლატვია ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის იმ ერთობლივ განცხადებას უერთდება, რომლის თანახმადაც ისინი სამართლიანი არჩევნებისთვის საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას გმობენ და საქართველოში ჩატარებული არჩევნების მიუკერძოებელ გამოძიებას ითხოვენ - ამის შესახებ ბრაჟე სოციალურ ქსელში წერს.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში უნგრეთის პრემიერმინისტრისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვიქტორ ორბანის ვიზიტსაც ეხმაურება.

"ლატვია უერთდება საქართველოს შესახებ საერთო განცხადებას, მიუხედავად იმისა, რომ ის სერიოზული საარჩევნო დარღვევების აღწერაში ზედმეტად სუსტია.

და დიახ, ბატონი ორბანი მხოლოდ თავისი სახელით საუბრობს და არა - ლატვიის და ევროკავშირის", - წერს ბაიბა ბრაჟე.

აღსანიშნავია, რომ ბაიბა ბრაჟე სოციალურ ქსელებში ეუთო/ოდირის შუალედურ დასკვნასაც გამოეხმაურა და ხელისუფლებას მოუწოდა, პატივი სცეს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებას: "ეუთოს ანგარიში ადასტურებს არაერთ შეუსაბამობას და დარღვევას. რა სირცხვილია. აპლოდისმენტები ქართველ ხალხს, რომლებიც, დაშინების მიუხედავად, ხმის მისაცემად გამოვიდნენ. ევროპული მომავლის სურვლს ნებისმიერმა მთავრობამ პატივი უნდა სცეს".

ევროკავშირის მინისტრების ნაწილი, საქართველოში არჩევნების შესახებ განცხადებას ავრცელებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები