გაზაფხულის მიწურულს და ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო აქტუალური ხდება ქალაქგარეთ, ლამაზ და მყუდრო გარემოში დროის გატარება. საგურამოში მდებარე საოჯახო ბიზნესი „ტოტოს ლავანდები“ სწორედ ასეთი გამორჩეული ადგილია.
2020 წლიდან მოყოლებული, 2 ათას კვადრატულ მეტრზე გაშენებული ბრიტანული ჯიშის ლავანდები სტუმრებს განსაკუთრებულ ესთეტიკასა და სიმშვიდეს სთავაზობს. თუმცა, ბრენდი მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული და წლევანდელ სეზონზე სრულიად ახალ ეტაპზე გადადის. მაისის ბოლოს „ტოტოს ლავანდები“ სეზონს ხსნის ახალი კონცეფციით - ამიერიდან, სივრცე მთელი სეზონის განმავლობაში განსაკუთრებულ წვეულებებსა და ღონისძიებებსაც უმასპინძლებს. რაც მთავარია, ეს პროცესი აღარ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ ყვავილობის რა ფაზაშია თავად ლავანდა; გარემო და სერვისი ნებისმიერ დროს უზრუნველყოფს სტუმრებისთვის დაუვიწყარი გამოცდილების შექმნას. როგორ იქცა ულამაზესი იდეა წარმატებულ საოჯახო ბიზნესად, რა სიახლეები დახვდებათ სტუმრებს წელს?
სტუმარი: ნინო სანიკიძე - “ტოტოს ლავანდების” დამფუძნებელი
#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად


































