მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lavazza და Dallmayr-ი შერწყმას განიხილავენ

ყავა

ყავის წარმოების ინდუსტრიაში, შესაძლოა, საინტერესო გარიგება შედგეს. იტალიური გამოცემის, Corriere della Sera-ს ცნობით, იტალიური Lavazza და გერმანული Dallmayr-ი შერწყმას განიხილავენ. თუკი ტრანზაქცია შედგა, რისი პერსპექტივაც ამ დროისთვის ბუნდოვანია, ახლად შექმნილ ერთობლივ საწარმოში იტალიური კომპანია დომინანტი აქციონერი იქნება, რაც კომპანიებს შორის დღეს არსებული განსხვავებით აიხსნება. შესაძლო გარიგების კონკრეტული დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია, მაგრამ, როგორც ჩანს, ტრანზაქციის მომზადებაში აშშ-ის ერთ-ერთი უდიდესი ბანკი, Goldman Sachs-ია ჩართული.

თუკი გარიგება შედგა, Lavazza-სთვის ის ბოლოდროინდელ ტრანზაქციებს შორის მეორე იქნება, რადგან ცოტა ხნის წინ, Lavazza-მ ე.წ. “ვენდინგ-აპარატების” მწარმოებელი IVS Group-ი შეიძინა. გასულ წელს, Lavazza-მ €3.35 მილიარდის შემოსავალი და €82 მილიონის წმინდა მოგება მიიღო და ახლა, ზრდისა და განვითარებისთვის სწორედ ამ მომენტუმს იყენებს. თუკი Lavazza და Dallmayr-ი გაერთიანდნენ, ყავის მიმწოდებლებთან მოლაპარაკებებს ისინი უკეთესი პირობებით შეძლებენ, რაც დღევანდელ რთულ ბაზარზე კომპანიას კონკურენტულ უპირატესობას მისცემს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები