მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლავროვი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. მინისტრებს შეხვდება

ლავროვი და შამბა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება. ლავროვის, შამბასა და ჯიოევის შეხვედრა 4 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

"მინისტრები ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს და საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგს, ორმხრივი ინტერესის საკითხებს განიხილავენ. სამმხრივ მოლაპარაკებებზე ყურადღება გამახვილდება საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე სისტემის ტრანსფორმაციაზე, ასევე რეგიონულ უსაფრთხოებაზე, აქცენტი გაკეთდება ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მიდგომების კოორდინაციაზე", - განაცხადა მარია ზახაროვამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები