მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

LC Waikiki თელავში პირველ მაღაზიას გახსნის

6230c1d1a124b
ლიკა გურაბანიძე
16.03.22 22:00
3377
LC Waikiki აპრილის დასაწყისში თელავის მასშტაბით პირველ მაღაზიას გახსნის. როგორც კომპანიის საქართველო-სომხეთის დირექტორი გიორგი დალალიშვილი აღნიშნავს, მაღაზიაში ჯამში 30 ადამიანი დასაქმდება.

“ჯამური ინვესტიცია 1,5 მლნ ლარზე მეტი იქნება. ეს საქართველოში ჩვენი რიგით მეთოთხმეტე მაღაზია იქნება. შედეგად, კომპანიას ქვეყნის მასშტაბით 606 ადამიანი ეყოლება დასაქმებული", - განმარტავს დალალიშვილი.

კომპანია ამ ეტაპზე, თბილისში ცხრა მაღაზიას, ბათუმში ორს, ქუთაისსა და რუსთავში კი თითო-თითო მაღაზიას ფლობს.

რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომის გამო ადგილობრივ ბაზარზე ფასების გაძვირების საკითხს, გიორგი დალალიშვილი აღნიშნავს, რომ LC Waikiki ფასების ცვლილებას არ აპირებს.

“ჩვენი კოლექციები ერთი წლით ადრე იკერება და შეკვეთებიც სწორედ ამ პერიოდში კეთდება, შესაბამისად ფასი იმ პერიოდში არსებული კურსის მიხედვით დგინდება. რისკები წლის დაგეგმვის დროს გადავაზღვიეთ და ფასებსაც არ გავზრდით. LC Waikiki ყველასთვის ხელმისაწვდომი ბრენდია და ყველა ვარიანტი, რომ განვიხილოთ, თუ რაიმე სახის რისკი დადგება, ფასის ზრდას მოგების მარჟის შემცირება გვირჩევნია”, - აღნიშნა გიორგი დალალიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები