პოპულარული ვიდეო თამაშების, League of Legends-ისა და Valorant-ის, დეველოპერი კომპანია Riot Games ტექნოლოგიურ კომპანიებში სამუშაო ძალის შემცირებების ტენდენციას უერთდება და გლობალურად დასაქმებული კადრების 11%-ს სამსახურიდან დაითხოვს - ამის შესახებ CNN იტყობინება.
ლოს-ანჯელესში დაფუძნებულმა კომპანიამ, რომელიც ჩინური ტექ-გიგანტ Tencent-ის შვილობილია, მიმდინარე სამუშაო კვირა განცხადებით გახსნა, რომლის თანახმადაც 530-მდე კადრის გათავისუფლება “Riot-ის მომავლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია”. თანამშრომლებისთვის გაგზავნილ შეტყობინებებში, კომპანია შემცირებების მიზეზად გაზრდილ საოპერაციო ხარჯებს ასახელებს.
Riot Games-ის იმ ტექნოლოგიური კომპანიების ჩამონათვალს შეუერთდა, რომელთა საკადრო შემცირებებმაც შრომით ბაზარზე, მხოლოდ ამ თვეში, ათასობით ადამიანი დააზარალა. 2024 წლის პირველ ორ კვირაში, შემცირებებში მოჰყვნენ Google-ის, Amazon-ის და სხვა გიგანტი კომპანიების 5 500-ზე მეტი თანამშრომელი, ტექნოლოგიების მიმართულებით.
თავად Riot Games-ი Tencent-მა 2011 წელს შეისყიდა, მას შემდეგ, რაც კომპანიამ კონტინენტურ ჩინეთში “League of Legends”-ის ლიცენზირების უფლებები მოიპოვა. წარმატება, რომელიც Riot-ს ამ ვიდეო თამაშმა მოუტანა - შეუფასებელია.