მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლეგალურად დასაქმების პროგრამით ისრაელში 17 ადამიანი დასაქმდა - ბარკალაია

63dcc39dc4add
მარიამ ვარადაშვილი
03.02.23 12:32
821
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ ბარკალაიას განცხადებით, ლეგალურად დასაქმების პროგრამის ფარგლებში პირველი ნაკადი საქართველოდან ისრაელში დეკემბერში გაემგზავრა.

“ლეგალური დასაქმების პროგრამით ისრაელში პირველი ნაკადი დეკემბერში უკვე წავიდა. რაც შეეხება ბულგარეთს, პროცედურული საკითხები დარჩა, რაც გულისხმობს ვაკანსიების რეგისტრაციას, რომლებსაც მერე უკვე მოქალაქეებს შესთავაზებენ. საფრანგეთთან წლებია ეს ხელშეკრულება გაფორმებულია და პროცესი მიმდინარეობს. განსხვავება აქ ის არის, რომ ორი ქვეყნის დასაქმების სააგენტოების ჩართულობის გარეშე მიმდინარეობს ეს პროცესი. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები კვიპროსთან და ფინეთთან. ფინეთი დაინტერესდა ამ პროგრამით. ისრაელში დასაქმების პროგრამით 17 ადამიანი წავიდა და ეს პროცესი გრძელდება, თუმცა აქ სპეციფიკური კვალიფიკაციის მქონდე კადრები სჭირდებათ. ჩვენი მოქალაქეები გერიატრიულ მოვლაში გადავამზადეთ და როგორც გითხარით ისრაელში უკვე წავიდნენ”,-აცხადებს ბარკალაია.

საქართველოს მთავრობასა და ისრაელს შორის ისრაელის შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, დასაქმების მსურველთა რეგისტრაციის პროცესი 2021 წლის აპრილიდან დაიწყო.

ისრაელსა და საქართველოს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმება შეუძლიათ. სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაოს ხანგრძლივობა 6 სამუშაო დღეა კვირაში, სრული განაკვეთი. თვის დარიცხული ხელფასი კვირაში 42-საათიანი სამუშაო გრაფიკით 5300 შეკელს შეადგენს, რაც დაახლოებით, 1600 დოლარია. გერმანიასთან დადებული ხელშეკრულებისგან განსხვავებით, ისრაელთან განსაზღვრულია კვოტა, რომელიც 1000 ადამიანის დასაქმების შესაძლებლობას იძლევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები