მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2015-2022 წლებში გაცემული შრომითი ბინადრობის რაოდენობა 30 000-ზე მეტია" - ჯანდაცვის სამინისტრო

63f3385708bb5
ინგა მურუსიძე
20.02.23 13:15
707
ჯანდაცვის სამინისტრო დასაქმების საშუამავლო კომპანიების რეგისტრირების ინიციატივით გამოდის. საკითხს უკვე განიხილავენ პარლამენტში. კანონპროექტის ინიციატორი ჯანდაცვის სამინისტროა, ხოლო საკითხზე მომხსენებელი მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია.

მისი თქმით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, 2015-2022 წლებში გაცემული შრომითი ბინადრობების რაოდენობა 30 ათასზე მეტია და მაჩვენებელი საკმაოდ დიდია.

„თუ გადავხედავთ ზოგადად ბინადრობების მაჩვენებლებს, ვნახავთ, რომ შრომითი ბინადრობები საკმაოდ მაღალია. ეკონომიკის სამინისტროს 2019 წელს აქვს გაკეთებული უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევა, რომლის მიხედვითაც მხოლოდ 2019 წელს 41 ათასზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე მუშაობდა და ცხოვრობდა საქართველოში, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენს სამინისტროს არ აქვს. დამსაქმებლებს აქვთ ვალდებულება დაარეგისტრირონ დასაქმებულები შრომის სამინისტროში, იმ შემთხვევაში, თუკი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ასაქმებენ, თუმცა ამის შეუსრულებლობის შემთხვევაში არანაირი მექანიზმი არ არსებობს, რომ პასუხი გაეცეთ.

შესაბამისად, უცხოელ მოქალაქეთა დასაქმების რეგისტრაციის მაჩვენებელი ჩვენს სამინისტროში არ აღემატება წელიწადში 200-250-ს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვაქვს შრომის ბაზრის კვლევის შესაძლებლობები. იმ ფონზე, როცა დასაქმება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია, მაშინ, როცა დასაქმების კანონმდებლობა შეიქმნა, დასაქმების სააგენტო გვაქვს და ა.შ.“, - განაცხადა ბარკალაიამ.

მთავრობა საზღვარგარეთ დასაქმების საშუამავლო კომპანიების რეგულირებას გეგმავს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები