მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლეგენდარული ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე საფეხბურთო კარიერასა და სამომავლო გეგმებზე

გიორგი ქინქლაძე სათამაშო კარიერასა და სამომავლო გეგმებზე
26.04.24 17:43
397

ქართული ფეხბურთის ლეგენდა, გიორგი ქინქლაძე გვიზიარებს სიახლეს თავისი ბიზნესწამოწყებების შესახებ და ასევე, იხსენებს საფეხბურთო კარიერის გამორჩეულ მომენტებს.

SMH Sports / La Gazzetta dello Sport Georgia - ქართული ფეხბურთის გამორჩეულ ფიგურასთან, გიორგი ქინქლაძესთან - ექსკლუზიურ ინტერვიუში გულშემატკივრებსა და სპორტის ენთუზიასტებს სთავაზობს ლეგენდარული ფეხბურთელის უცნობ და საინტერესო ამბებს. გიორგი თავის ბიზნეს ინიციატივებსა და კარიერაში ბრწყინვალე თამაშის დაუვიწყარ მომენტებზე მოგვიყვება.

ქინქლაძე ცნობილია, როგორც გამორჩეული ტალანტი, საოცარი ნიჭით და მოედანზე მომხიბლავი დრიბლინგით, რომელსაც ქართული ფეხბურთის ისტორიის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. ჩვენთან ინტერვიუში გიორგიმ თავის ამჟამინდელ ბიზნეს წამოწყებებზე ისაუბრა, განმარტა თავისი «ანტერპრენული» (სამეწარმეო) სული და სამომავლო ხედვა.
ქინქლაძე თანმიმდევრულად და ნათლად აყალიბებს აზრს იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ბიზნესს თანამედროვე სპორტის, განსაკუთრებით კი ფეხბურთის, განვითარებაში. გამოცდილი სპორტსმენის მოსაზრებები ერთნაირად საინტერესოა, როგორც მკითხველისთვის, ისე გულშემატკივრისთვის.

თავის საფეხბურთო კარიერაზე ფიქრით, ქინქლაძე ნოსტალგიურ მოგზაურობაში მიგვიძღვება, გვიზიარებს დაუვიწყარ მოგონებებს და მოგვითხრობს კარიერაში გადამწყვეტი მომენტების შესახებ, რომლებმაც განსაზღვრა მთელი მისი მომავალი. «დინამო თბილისში» გარღვევიდან დაწყებული, ევროპულ ტოპ კლუბებთან მისი ბრწყინვალე მოღვაწეობით - ქინქლაძის მოგონებები განსხვავებული პერსპექტივით გვიჩვენებს ფეხბურთის სიყვარულით გამოწვეულ ჟინსა და გატაცებას, რამაც განაპირობა მისი წარმატება ინგლისის პრემიერ ლიგაში.

გიორგი ქინქლაძესთან ინტერვიუ ფეხბურთისა და ბიზნესის მოყვარულთათვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება, რადგანაც სპორტული ნოსტალგიისა და სამეწარმეო საქმიანობის უნიკალურ სინთეზს გვთავაზობს.

სრული ინტერვიუ შეგიძლიათ LaGazzetta.ge- ს YouTube არხზე იხილოთ