მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

LEGO-მ BTS-ის თავსატეხი გამოუშვა, რომელიც გაყიდვაში მარტიდან ჩაეშვება - რა ეღირება?

63f1d763b8b92
ლიკა მეგუთნიშვილი
19.02.23 12:05
941
თავსატეხებისა და კონსტრუქტორების დანიური ბრენდი LEGO მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კორეული K-POP ჯგუფის BTS-ის ნაკრებს უშვებს. ინფორმაცია სათამაშოების მწარმოებელი ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. 

LEGO Ideas BTS Dynamite-ის ნაკრები 18 წელს ზემოთ ასაკის მომხმარებლისთვისაა განკუთვნილი. მისი შეძენა BTS-ისა და თავად Lego-ს თავსატეხების მოყვარულებს LEGO-ს ვებგვერდსა და ბრენდის ოფიციალურ მაღაზიებში მიმდინარე წლის პირველი მარტიდან შეეძლებათ. ახალი ნაკრების ღირებულება კი 99,99 დოლარი იქნება.



კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ LEGO Ideas BTS Dynamite-ის ნაკრები 749 ნაწილისგან შედგება. 7 მინი ფიგურა BTS-ის წევრებს, RM, Jin, SUGA, j-hope, Jimin, V და Jung Kook-ს წარმოადგენენ, რომლებიც მზად არიან, LEGO სცენაზე სინქრონულად იმღერონ და იცეკვონ.

აღსანიშნია ისიც, რომ LEGO Ideas BTS Dynamite-ის ნაკრები  LEGO-ს თაყვანისმცემლების ჯოშისა და ჯეიკობის მიერ შეიქმნა. თავსატეხში BTS-ის ცნობილი ჰიტის Dynaminte-ის ვიდეორგოლიდან სცენებია განსახიერებული. გარდა ამისა, კონსტრუქტორი მოიცავს დონატებისა და ჩანაწერების მდიდრულ მაღაზიას, ნაყინის სატვირთო მანქანას და ა.შ.