მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ლელო საქართველოსთვის" და "მოძრაობა მომავლისთვის" სოციალურ კამპანიაში ჩაერთვნენ

5e889a643e035
BM.GE
04.04.20 18:30
868
პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" და არასამთავრობო ორგანიზაცია ,, მოძრაობა მომავლისთვის" სოციალურ კამპანიაში ჩაერთვნენ, რომლის ფარგლებშიც დღეს მათ სურსათ-სანოვაგე საქართველოს რამდენიმე რეგიონში დაარიგეს - ზუგდიდი, გორი, თელავი, ქუთაისი.

კოვიდ-19 ვირუსის პანდემიასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციას „მოძრაობა მომავლისთვის“ თავისი მოკრძალებული წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დახმარების საქმეში.

არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოყო გარკვეული თანხა, რომელიც მას მამუკა ხაზარაძის ოჯახმა გადაურიცხა სოციალური პროექტისთვის, რათა დაეხმაროს ადამიანებს, ვისაც ეს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება.

„მოძრაობა მომავლისთვის“ ცდილობს, მცირედით მაინც შეუმსუბუქოს დღევანდელი რეალობა კორონავირუსით გამოწვეული კრიზისისას დაზარალებულ ადამიანებს - მათ, ვინც დარჩა უსამსახუროდ, მათ, ვისაც შემოსავალი არ აქვს და მათ, ვისაც უბრალოდ სჭირდება დახმარება.

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ამ პროექტის ორგანიზატორი არ არის. მას ამ პროექტში მხოლოდ დამხმარე როლი აქვს. ,,ლელო" ეხმარება ამ ორგანიზაციას ადამიანური რესურსით, ,,ლელოს" მოხალისეები არიგებენ იმ პროდუქტს, რომელიც არასამთავრობომ ,,მოძრაობა მომავლისთვის" შეიძინა.

კამპანიის ფარგლებში პროდუქცია ხვალ ბათუმსა და ოზურგეთში დარიგდება. ჯამში კი სულ 1600 ბენეფიციარს დაეხმარებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები