პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩინეთში ელექტროენერგიის მწარმოებელი ერთ-ერთი მსხვილი სახელმწიფო კორპორაციის China Huadian Corporation - ის ხელმძღვანელებს შეხვდა.
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ქართულ დელეგაციასთან ერთად პეკინში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ლევან დავითაშვილი ჩინეთის ვიცე-პრემიერს, ტინგ სუესიანგს შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა ენერგეტიკის სექტორში. აღინიშნა, რომ საქართველო, რომელსაც განახლებადი ენერგიის წყაროების დიდი რესურსი აქვს, დაინტერესებულია, ითანამშრომლოს ჩინურ ენერგეტიკულ კომპანიებთან.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა მსხვილ ენერგეტიკულ პროექტებზე, მათ შორის, ჰიდრო, ქარისა და მზის ელექტროსადგურებზე, რომელთა განხორციელებაც საქართველოში იგეგმება და ამ პროცესში ჩინური კორპორაციის მოწვევის შესაძლებლობაზე.
აღინიშნა, რომ China Huadian Corporation ჩინეთში ლიდერია ქარის, მზის, ჰიდროენერგეტიკისა და ბიომასის ენერგიის პროექტების მზარდი პორტფელით. კომპანია აქტიურად მუშაობს განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების განვითარებისთვის. ითქვა ისიც, რომ ჩინური კორპორაცია დაინტერესებულია, ინვესტორება განახორციელოს ჩინეთის საზღვრებს გარეთ, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების გზით.
საქართველოს დელეგაცია ჩინეთშია - როგორია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირი?




























