მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან დავითაშვილს საქართველოს სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესების იმედი აქვს

ლევან დავითაშვილი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს საქართველოს სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესების იმედი აქვს.

ამის შესახებ მან ბიზნესმენების და ირაკლი კობახიძის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მიმდინარე პოლიტიკური პროცესების საინვესტიციო გარემოზე გავლენას შეეხებოდა.

„საინვესტიციო კლიმატის შეფასების ერთ-ერთი შედარებით ობიექტური საზომია საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების დასკვნები.

იცით, რომ Fitch-ის ბოლო შეფასებით, შევინარჩუნეთ სუვერენული საკრედიტო რეიტინგი [ "BB"], მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, რომელიც იქ აღწერილი იყო და რაც ძირითადად უკავშირდება პოლიტიკურ პროცესებს, თუმცა მაკროეკონომიკური სიჯანსაღე გვაძლევს საშუალებას, შევინარჩუნოთ რეიტინგი. ეს არის მნიშვნელოვანი და ობიექტური ინფორმაციის წყარო ინვესტორებისთვის, საინვესტიციო გადაწყვეტილებების მისაღებად.

ვფიქრობ, მომავალ პერიოდში, პოლიტიკური სიტუაციის სტაბილურობის პარალელურად, შევძლებთ გავიუმჯობესოთ ჩვენი მდგომარეობა და კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ საქართველო ინვესტორებისთვის. ამისთვის ყველაფერი კეთდება, მაგრამ ამის საფუძველი არის წლების წინ დაწყებული სტრუქტურული რეფორმები, რომელიც ჩვენი ეკონომიკის მდგრადობას ასახავს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ცნობისთვის: მიმდინარე წლის დეკემბერში, Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი "BB" დონეზე დატოვა, პერსპექტივა კი "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" შეამცირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები