მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

სს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს - გიორგი მიქაძეს, გიორგი კაჭკაჭაშვილს, მამუკა ბაღდავაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დავით მიქაძეს და გიროგი ჯოხაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 6 ოქტომბერს , 12:00 საათზე, ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ, საქმე ეხება 14 მარტს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ჯანგველაძის მკვლელობას. მოკლული, მედიაში გავრცელებული ცნობით, ე.წ. კანონიერი ქურდის მერაბ ჯანგველაძის ძმაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, მკვლელობა ძმებმა მიქაძეებმა შეუკვეთეს. მედიაში არსებული ინფორმაციით, ძმები გიორგი და დავით მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან.

რა ბიზნესებს ფლობენ ძმები მიქაძეები, რომლებიც შეკვეთილ მკვლელობაში არიან ბრალდებულნი - ბიზნეს რეესტრი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები