მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებული ორი გამოსახლებული სასამართლომ 2 000-2 000 ლარით დააჯარიმა

232

თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლებული და 24 ივლისს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორი პირი სასამართლომ 2 000 – 2 000 ლარით დააჯარიმა.

გადაწყვეტილება დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.

დღესვე, გამოსახლების დროს დაკავებული ორი აქტივისტი სასამართლომ 5 000 – 5 000 ლარით დააჯარიმა.

თბილისში თვალჭრელიძის ქ. N1-ში იძულებით გამოსახლების პროცესი 24 ივლისს დაიწყო და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. პოლიციამ ადგილზე ადმინისტრაციული წესით 17 ადამიანი დააკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები