მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან კარანაძე: ჩაკეტვა გამოსავალი არაა, მთავარია, პროცესი სწორად იმართოს

6016dd9a39cc5
ლიკა გურაბანიძე
01.02.21 11:23
871
„ვისწავლეთ პანდემიასთან ურთერთობა, ადაპტირებაც მოხდა და უკვე გავლენიანი საავიაციო ორგანიზაციების რეკომენდაციებია, რომ ჩაკეტვა არ არის გამოსავალი, მთავარია, პროცესი სწორად იყოს მართული”, - ეს განცხადება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან კარანაძემ გადაცემა „Forbes კვირაში“ #ავიაციის რუბრიკის წამყვან გიორგი მოლოდინაშვილთან ინტერვიუში გააკეთა, თუმცა იქვე დასძინა, რომ 2020 წლის დასაწყისშივე, საქართველოს მიერ ჩინეთთან ავიამიმოსვლის შეზღუდვა სწორი გადაწყვეტილება იყო.

“ჩვენ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიყავით, ვინც პანდემიის დასაწყისშივე ჩინეთთან ავიამიმოსვლა აკრძალა. შემდეგ ამ ტრენდს სხვა ქვეყნებიც აყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში ამის გამო იყო კრიტიკა, მიმაჩნია, რომ იმ მომენტისთვის ეს აუცილებელი გადაწყვეტილება იყო, რადგან მაშინ შიდა გავრცელება არ გვქონდა და ვირუსის იმპორტის რისკი კი, მაღალი იყო.

ზოგადადაც, ავიაცია თავისივე წარმატების მსხვერპლად იქცა - რამდენადაც ავიაციის წყალობით მსოფლიოს ქვეყნები კარგად იყვნენ დაკავშირებული ერთმანეთთან, იმდენად სწრაფად გავრცელდა ვირუსი, მათ შორის საავიციო გზებით. მართალია, შემდეგ კვლევებმა აჩვენა, რომ თვითონ ფრენის პროცესში ინფიცირება, როგორც წესი, არ ხდება, მაგრამ დაინფიცირებული ადამიანების გადაადგილება ხდებოდა და ერთ-ერთი ვერსიით, ვირუსის გავრცელების მთავარო წყარო იყო ავიაცია, რადგან მაშინ ტურიზმის ბუმი იყო”, - განაცხადა ლევან კარანაძემ და დასძინა, რომ სწორედ ამიტომაც, ვირუსის გავრცელების შეჩერების ერთ-ერთ ეფექტურ გზად ქვეყნებმა ჩაკეტვა მიიჩნიეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები