მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან კარანაძე ICAO-ს საავიაციო სისტემების დაგეგმვის ევროპული ჯგუფის თავმჯომარედ აირჩიეს

61b1f9050649b
BM.GE
09.12.21 16:37
632
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი, ლევან კარანაძე ICAO-ს საავიაციო სისტემების დაგეგმვის ევროპული ჯგუფის (EASPG) თავმჯომარედ აირჩიეს. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. საქართველოს წარმომადგენელი აღნიშნულ ჯგუფს ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. EASPG-ის თავმჯომარის მოადგილეები იტალიის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის საავიაციო ხელისუფლებების ხელმძღვანელები არიან.

საავიაციო სისტემების დაგეგმვის ევროპული ჯგუფი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭოს მიერ 2019 წელს დაარსდა და მისი საქმიანობა ფარავს ICAO-ს ყველაზე წამყვან და მრავალრიცხოვან, ევროპისა და ჩრდილო-ატლანტიკურ რეგიონს, სადაც 56 წევრი სახელმწიფო შედის. ჯგუფის მიზანია უზრუნველყოს ევროპის სანავიგაციო სისტემების განვითარების და უსაფრთხოების დონის თავსებადობა ICAO-ს გლობალური საავიაციო უსაფრთხოებისა და საჰაერო ნავიგაციის გეგმებით გათვალისწინებულ მაჩვენებლებთან, ასევე აღნიშნულთან მიმართებაში წევრი სახელმწიფოების პროგრესის მონიტორინგი და ანგარიშგება ICAO-ს საბჭოს წინაშე. EASPG-ი ხელს უწყობს საჰაერო ნავიგაციასთან და საავიაციო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგიონალური (EU, EASA, EUROCONTROL, ECAC, IAC) და ეროვნული პროგრამების ჰარმონიზაციას, ასევე ეწევა რეგიონთაშორის კოორდინაციას (NAT, NAM, MID, AFI, APAC).

საავიაციო სისტემების დაგეგმვის ევროპული ჯგუფის წლევანდელი შეხვედრა სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და მასში 44 სახელმწიფოს 159 დელეგატი იღებდა მონაწილეობას. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ წამყვანი საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებისა და ავიაინდუსტრიის წარმომადგენლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები