მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან ნატროშვილის განცხადებით, ორგანიზაციები, რომლებიც „აგენტების რეესტრში" არ დარეგისტრირებულან, მათზე არანაირი სანქცია არ ამოქმედებულა

ლევან

„ორგანიზაციები, რომლებიც რეესტრში არ დარეგისტრირებულან, ჩვენი ინფორმაციით, მათ მიმართ არანაირი სანქცია არ ამოქმედებულა. ამას იმით ვხსნი, რომ ხელისუფლებას არ აწყობს წინადაარჩევნოდ ტემპერატურისი აწევა“, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ლევან ნატროშვილმა განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ანტიკორუფციული ბიუროს შემთხვევა, გასაკვირი იყო, რადგან პრობლემა თვითონვე შექმნეს და თვითონვე მოაგვარეს.

„მოგეხსენებათ, ის ორგანიზაციები, რომლებიც ღიად ამბობენ, რომ რეესტრში არ დარეგისტრირდებიან და აქამდე არ დარეგისტრირებულად, მათ მიმართ ჩვენი ინფორმაციით არანაირი სანქცია არ ამოქმედებულა. ამას იმით ვხსნით, რომ ხელისუფლებას წინადაარჩევნოდ ტემპერატურის აწევა არ აწყობს. სამოქალაქო ორგანიზაციებზე, მათ შორის დამკვირვებელ ორგანიზაციებზე თავდასხმა და უცებ ანტიკორუფციული ბიუროს შემთხვევა რომ გამოჩნდა, გასაკვირი იყო, რომ თუ თავს იკავებ, მაშინ სხვა გზით ეს რატომ ხდება. მართლა მნიშვნელოვანი კანონის დარღვევა რომ მომხდარიყო და ამაზე ანტიკორუფციულ ბიუროს რეაგირება რომ ჰქონოდა, ამას გავიგებდით, მაგრამ ცალსახად მან არაკანონიერი გადაწყვეტილება და შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ეს ცოტა ამ პოლიტიკასთან შეუსაბამო იყო.

რა განცხადებაც გაკეთდა პრემიერის მიერ და რა გადაწყვეტილებაც მიიღო ანტიკორუფციულმა ბიურომ, შემთხვევა დალაგდა, რაც ვფიქრობთ, რომ არის გონივრული პოლიტიკა. ნებისმიერ ხელისუფლებას უნდა უნდოდეს საარჩევნო პროცესების ისე წარმართვა, რომ ლეგიტიმაცია ჰქონდეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. რა თქმა უნდა, როდესაც მსხვილი სადამკვირვებლო ორგანიზაციები ექცევიან შევიწროების ქვეშ და თან ამაზე შეფასებები არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, კანონის პრობლემურობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა ეს ზიანს აყენებს არჩევნების შედეგებს, აღიარებას, ლეგიტიმაციას. გონიერი და რაციონალურად მოაზროვნე ხელისუფალი ამაზე ფიქრობს და კარგია, რომ ამ ეტაპზე ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, რაც სამწუხაროდ ბოლო წელს თუ ავიღებთ იშვიათია. არ ვიცი ამისი მიზეზი რა იყო, თუმცა თვითონვე შექმნეს პრობლემა და თვითონვე მოაგვარეს, რაც ცოტა გაუგებარია“,- აცხადებს ნატროშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები