მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან ქოქიაშვილი: კვების ინდუსტრიას ყველანაირი რესურსი ამოეწურა

5f830c94a169c
მარიამ ადამია
11.10.20 18:00
1577
"კვების ინდუსტრიას ყველანაირი რესურსი ამოეწურა - მას სახელმწიფოსგან დახმარება სჭირდება“, - ინდუსტრიის პრობლემებზე, რომელიც დარგს covid-19-ის გამო შეექმნა, გადაცემა „საქმიან დილაში“ Gastronaut-ის რესტორატორმა ლევან ქოქიაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, ინდუსტრია ქვეყანაში საზღვრების გახსნას ელოდება.

„სტატისტიკურად, კვების ობიექტების 60%-70% უცხოელ ტურისტებზეა დამოკიდებული, ქართველი მომხმარებელის წილი კი, 12%-დან 15%-მდეა, ამდენად მხოლოდ შიდა ტურისტებზე მუშაობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ბიზნესებმა თავი გადაირჩინონ, ამიტომ ელოდებიან საზღვრების გახსნას და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას, რაც არ იგრძნობა“, - ამბობს ქოქიაშვილი.

მისივე თქმით, კვების ობიექტებმა აიღეს დამატებითი სესხებიც და ოპერირების გასაგრძელებლად ყველანაირი რესურსი ამოწურეს.

„კიდევ ერთი გამოწვევა, რომლის წინაშეც კვების ინდუსტრია დგას, სერვისის ცვლილება და გადაწყობაა, რომელიც covid-უსაფრთხოებიდან გამომდინარე უწევთ, რამაც გავლენა ფასებზეც იქონია. აბსოლუტურად შეცვლილია მომხმარებლების ქცევა და რაოდენობაც“, - აღნიშნა ლევან ქოქიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები