მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან სილაგავა: პრობლემა არ არსებობს არც მარაგების, არც პურ-პროდუქტებზე ფასის მხრივ

5e70cfac51625
ვიქტორია მღებრიშვილი
17.03.20 17:33
3520
პრობლემა არ არსებობს არც მარაგების, არც პურ-პროდუქტებზე ფასის მხრივ, - ამის შესახებ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ ეკონომიკის სამინისტროში იმპორტიორ და სადისტრიბუციო კომპანიებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში მარაგების მხრივ მდგომარეობა სტაბილურია.

„ხორბლის იმპორტი, ხორბლის ადგილობრივი წარმოება, წისქვილკომბინატები და პურის ქარხნები სტაბილურად მუშაობს და პრობლემა არ არსებობს არც მარაგების, არც პურ-პროდუქტებზე ფასის მხრივ.

ქვეყანაში ხორბლის საკმაოდ სერიოზული მარაგებია, დაახლოებით ორი თვის. მინდა ვთქვა, რომ დღეს იცლება ბათუმში ორი გემი, ერთი გემი იცლება ფოთში, გზაში არის ასევე გემები. ამასთან, ხორციელდება რკინიგზით ხორბლის შემოტანა. აქედან გამომდინარე, ფქვილი, როგორც ხორბლის გადამუშავების პროდუქტი, ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს, ფასთან მიმართებაში - არის სტაბილური ფასი, რომელიც გადადის პურის ფასში და შესაბამისად, პურის ფასიც არის სტაბილური“, - განაცხადა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები