მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლევან ვეფხვაძის აზრით, მესამე CFD აუქციონის შემთხვევაში, მცირე და დიდი სადგურები უნდა გაიმიჯნოს

ლევან ვეფხვაძე

საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ თუ მესამე CFD აუქციონი გამოცხადდება, მნიშვნელოვანია 2 მგვტ-მდე და 2 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრის სადგურების მკაფიოდ გამიჯვნა. ვეფხვაძე ჰიდრო რესურსებზე მომუშავე იმ კომპანიების წუხილს გამოეხმაურა, რომლებიც მესამე CFD აუქციონის გამოცხადების შემთხვევაში, პირობების შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობენ.

„2 მგვტ-მდე სადგურებისთვის დაერთების ღირებულება არის შედარებით იაფი. ის კომპანიები, რომლებიც 2 მგვტ-ზე ზემოთ შევიდნენ მაღალი ტარიფებით, ფიქრობენ, რომ არიან დაჩაგრულები და 2 მგვტ-ს ქვემოთ ტარიფებმა განსაზღვრა საბოლოო მედიანური ტარიფები. ამიტომ კომპანიების ნაწილი არაა კმაყოფილი.

ლოგიკურია იმ კომპანიების პოზიციების გაზიარება, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ უფრო მეტი ადმინისტრაციული და გაერთიანებასთან დაკავშირებული ხარჯი აქვთ. 2 მგვტ-მდე გზშ [გარემოზე ზემოქმედების შეფასება] გასაკეთებელი არ არის. დაერთების ღირებულება გაცილებით ნაკლებია და ეს აუქციონები ცალ-ცალკე შეიძლება გაკეთდეს და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, მთავრობამ ჯერ კიდევ 2022 წელს წარადგინა განახლებადი ენერგიის პროექტების მხარდაჭერის ახალი სქემა - სიმძლავრის აუქციონის საფუძველზე გაცემული ფასთა შორის სხვაობის კონტრაქტი (CFD). აუქციონის ძირითადი პირობები ასეთია: მთავრობა პერიოდულად გამოაცხადებს აუქციონს გარკვეულ სიმძლავრეზე, სადაც მონაწილეობას მიიღებენ დაინტერესებული ინვესტორები. მონაწილეობის წინაპირობა იქნება წინასწარ ჩატარებული ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევა, აუქციონში მონაწილეობის მიღების საფასური და საბანკო გარანტია.

CFD-ს მიღების მსურველების აქტიურობა მაღალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები