მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევილისთვის ავეჯს და საყოფაცხოვრებო ინვენტარს გამარტივებული ტენდერით იყიდიან - განკარგულება

ლევილი

ლევილის მამულისთვის ავეჯს და საყოფაცხოვრებო ინვენტარს კულტურის სამინისტრო გამარტივებული ტენდერით იყიდის. შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის გვერდზე დღეს აიტვირთა.

ბიუჯეტიდან დამატებითი თანხა არ გამოიყოფა და უწყება შესყიდვას უკვე არსებული ბიუჯეტის ასიგნებებიდან განახორციელებს.

შეგახსენებთ, მამულის რეაბილიტაცია გასულ წელს დაიწყო. პროექტი რამდენიმე ნაწილისგან შედგება და მათ შორის ყველაზე ძვირადღირებულია კომპანია SAS SER CONSTRUCTION-თან გაფორმებული ხელშეკრულება 2,623,828 ევროს მოცულობით, რომელიც მამულის რენოვაციას შეეხება. ამასთანავე, შესყიდვების სააგენტოს სისტემაში ატვირთულია ორი განცხადება გამარტივებული შესყიდვის განხორციელების თაობაზე. მათგან 58,200 ევროს ღირებულების შესყიდვით ოდას და რესტორნის მოწყობა იგეგმება, ხოლო 15,367 ევროს შესყიდვით, ლევილის მამულის პარკში 155 ძირი ვარდის დარგვა, ასევე სათიბი და ბალახის საკრეჭი მანქანის შესყიდვა იგეგმება.

ცნობისთვის, სამინისტროს მიმდინარე წლის ჯამური ბიუჯეტი 471.956 მლნ ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები